7 წლიანი პატიმრობის შემდეგ დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია

Published:

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია – მისი ციხიდან გათავისუფლება პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის საშუალებით მოხდა. საპატიმროდან დეკანოზი რეანომობილით ქობულეთში, საკუთარ სახლში გადაიყვანეს.

უკვე ყოფილმა მსჯავრდებულმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა და მის ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. დეკანოზი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით, ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“მადლობას ვწირავ ღმერთს თითოეული წამისთვის ჩემს ცხოვრებაში. მადლობა ჩემს ოჯახს, ყველა გულშემატკივარს, რომელიც ჩემთან ერთად ამტკიცებდა და დარწმუნებული იყო ჩემს უდანაშაულობაში. მადლობა მეუფე პეტრეს, რომელიც ჩემს მსგავსად უდანაშაულოდ დაისაჯა. ცხოვრება გრძელდება, ბრძოლა გრძელდება. საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის. პირველ რიგში ჩემი მთავარი გეგმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაა. ვწუხვარ, რომ მეუფე დიმიტრის არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მას მისცემდა იმის უფლებას და საშუალებას, რომ დღეს აქ ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით, თუმცა მიუხედავად ამისა მე მაინც მიყვარს ის,“ – განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

დეკანოზის ძმამ განაცხადა, რომ ისინი შეეცდებიან პასუხგაუცემელ კითხვებს, რაც საზოგადოებაში ტრიალებს, გასცენ პასუხები და დეკანოზმა თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

„გათავისუფლება მოხდა უდოს კომისიის გადაწყვეტილებით, რომელსაც მივმართეთ წინა წლის ნოემებერში და აქაც უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა -უდოს არასდროს არ უთხოვია პატიმრისგან გადაწყვეტილებამდე ვადა, ჩემი ძმის შემთხვევაში ითხოვა 3 თვიანი ვადა. შევეცდებით მაქსიმალუად, იმ პასუხგაუცემელ კითხვებს, რაც საზოგადოებაში ტრიალებს გავცეთ პასუხები და ჩემმა ძმამ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ამისთვის ჩვენ აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ,“ – აცხადებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img