ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, მე არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია

Published:

განკარგულებების გამოქვეყნებაზე ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში. დიდი დრო არ დამიხარჯავს ამ პრაქტიკის შეცვლაზე – ჩემი პრემიერ -მინისტრობის დროს, მე არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნების საერთაშორისოდ დადგენილი წესი და სტანდარტი არ არსებობს.

„ჩემი პრემიერ -მინისტრობის დროს, მე არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია. ყველა გადაწყვეტილება იყოს კანონის შესაბამისობაში სრულად. არცერთი გადაწყვეტილება არ მიმიღია, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს შეეწინააღმდეგებოდა. ნებისმიერი ინფორმაცია არასდროს მქონდა დამალული, დაფარული. ჩემი პოზიცია იყო შემდეგი, გულწრფელად აგიხსენით – როდესაც მე კითხვით ყველაზე კორუმპირებული, ყველაზე დახურული, ანტიევროპული, ანტიქართული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მომმართავდნენ და ამა თუ იმ ინფორმაციას ითხოვდნენ, მქონდა პროტესტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოლიტიკური იყო. ბუნებრივია, ჩვენი რეაგირებაც შესაბამისი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხს ვცემდით და კანონის შესაბამისად ვიქცეოდით, მაგრამ ამის ვალდებულება არ არსებობდა. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. მოგეხსენებათ, რომ არსებობს „ღია მმართველობის საბჭო“ და საქართველო შეუერთდა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს. ჩემი პრემიერის დროს საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. ასევე მთავრობის ეფექტიანობის კუთხით, მთავრობის კეთილსინდისიერების კუთხით, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ყველა მიმართულებით ჩემი მთავრობა ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს იყო მოწინავე პოზიციებზე. რაც შეეხება განკარგულებების გამოქვეყნებას, ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში. დიდი დრო არ დამიხარჯავს ამ პრაქტიკის შეცვლაზე. არ არის საერთაშორისო დადგენილი წესი და სტანდარტი გინდა თუ არა ყველა განკარგულება უნდა გამოქვეყნდეს. ეს არ არის მანდატორული წესი და პრაქტიკა. ჩვენ დავამუშავეთ ბევრი ქვეყნის მაგალითი. აიღეთ აშშ, ევროპის სახელმწიფოები, გგონიათ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა?! თქვენ, მედია რატომ არ ითხოვდით ამ თუ იმ განკარგულების ასლს? სამი წელი ვიყავი პრემიერი, მე გაგიზიარებდით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img