აკა მორჩილაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარადგინეს

Published:

ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარადგინეს. მწერალი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ და თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორებმა, ხმათა უმრავლესობით, წარადგინეს.

შვედეთის აკადემია ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის პოტენციური ლაურეატებისთვის ყოველწლიურად რეკომენდაციებს ითხოვს. კანდიდატურა შეიძლება წარადგინოს აკადემიის წევრმა, ლიტერატურული აკადემიის ან საზოგადოების წევრმა, ლიტერატურის ან ენის პროფესორმა, ნობელის ყოფილმა ლაურეატმა ან მწერალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. დაუშვებელია საკუთარი თავის წარდგენა.

აღნიშნული განაცხადები აკადემიას პირველ თებერვლამდე უნდა წარედგინოს, რათა ნობელის კომიტეტმა, რომელიც აკადემიის 4-5 წევრისგან შედგება, ისინი განიხილოს. აპრილისთვის კომიტეტი პრეტენდენტების რაოდენობას დაახლოებით 20-მდე შეამცირებს.

მაისის ბოლომდე აკადემიამ 5 სახელისგან შემდგარ მოკლე სიას დაამტკიცებს. მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ხუთი პრეტენდენტის ნამუშევრები იკითხება და ფასდება. კანდიდატი, რომელიც ოქტომბერში აკადემიის წევრების კენჭისყრაზე ხმების უმრავლესობას აიღებს, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატად დასახელდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img