რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ნავალნი 47 წლის იყო.
როგორც რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახური იტყობინება, ნავალნიმ “სეირნობის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა”. სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, ნავალნი პოლიტიკური პატიმარი იყო, რომელიც 19 წელი ჰქონდა მისჯილი. ის გასულ წელს გადაიყვანეს არქტიკის ერთ-ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ საპატიმროდ არის ცნობილი.
მათი ინფორმაციით,რუსი პოლიტიკოსი და პუტინის პირადი ტყვე, ალექსეი ნავალნი, იამალო-ნენეცკის ავტონომიურ ოლქში მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა (ან მოკლეს). – წერს მედია.