ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, არავის შეეპარება ეჭვი, რომ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის სიკვდილში პუტინის ხელი არ ურევია.
“ნავალნის მიმართ საპატიმროში მოპყრობა ყველამ ვიცით, როგორი იყო და ამ მოცემულობაში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი ამ არჩევნებში არის უკონკურენტო იმ სისტემიდან გამომდინარე, რომელიც მან შექმნა – არც კი დაუშვა ოპოზიციური კანდიდატების რეგისტრაციის საკითხი – რა თქმა უნდა, არავის ექნება ეჭვი, რომ ის თავისი სიკვდილით გარდაიცვალა და მასში პუტინის ხელი არ იყო”, – განაცხადა აქუბარდიამ.