გიორგი ვაშაძე – მიშა რომ ციხეში გყავს, ინვესტორისთვისაც გზავნილია, რომ ქვეყანაში არ შემოხვიდეს

Published:

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება კარგი ინიციატივაა, მე უკვე მოვაწერე ხელი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „ქვეყანა პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან უნდა გათავისუფლდეს“.

„მე უკვე მოვაწერე ხელი. საზოგადოების აზრის კვლევით, აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს მიშას გათავისუფლებას. ერთიანი, ძლიერი საქართველო თუ გვინდა ავაშენოთ, ეს ქვეყანა პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან უნდა გავათავისუფლოთ. მაგალითად, არ ვემხრობი რადიკალურ განცხადებებს ივანიშვილის პარტიის ლიდერებთან დაკავშირებითაც. რატომ არ ვემხრობი? მინდა, დავასრულოთ ქვეყანაში ეს ანგარიშსწორება, რადგან არ შემოვა ინვესტიციები და არ შეიქმნება სამუშაო ადგილი.

მიშა რომ ციხეში გყავს, ინვესტორისთვისაც გზავნილია, რომ არ შემოხვიდე, აქ ასეთი სასამართლო მაქვს, პრეზიდენტებს ციხეში ვსვამთო. სამუშაო ადგილებიც იმიტომ არ იქნება, იმიტომ არ შემოდის ევროპული და ამერიკული ბიზნესი, რომ გარკვეული სტანდარტი, ნორმაა, ინვესტიციების უსაფრთხოების კუთხით უყურებენ ადამიანები. ძალიან კარგი ინიციატივაა და მოვაწერე ხელი. ვაპირებ, სხვებსაც მოვუწოდო, მოაწერეთ ხელი, რომ ჩვენი ხმა ამ კუთხითაც დავაფიქსიროთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რასაც სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img