ბათუმის კლინიკის ექიმებს ახალშობილის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ

Published:

ბათუმში ბარამიძეების ოჯახი ექიმებს დაუდევრობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. საუბარია კლინიკა “ბმს” გინეკოლოგიური განყოფილების ექიმებზე, ვაჟა ცირეკიძესა და მაია ძნელაძეზე. მათ
ახალშობილის გარდაცვალებაში სდებენ ბრალს.

ბარამიძეების ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდა ქალის ორსულობის პერიოდი ჩვეულებრივ რიტმში მიმდინარეობდა. თუმცა, მათი თქმით, ექიმებმა ორსულს არასწორი პრეპარატი დაუნიშნეს, რამაც მისი ნაადრევი მშობიარობა გამოიწვია და ახალშობილი დაბადებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

ოჯახი საქმეზე სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიერ საქმის გამოძიებასა და ექიმების დასჯას მოითხოვს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img