სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

Published:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოსა და კადრებს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში თავად  ავრცელებს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის პირველი შეხვედრაა.

შეგახსენებთ,რომ მიუნხენში უსაფრთხოების რიგით 60-ე კონფერენცია იმართება. მასში საქართველოს პრეზიდენტის გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც მონაწილეობს. პრემიერი ირაკლი კობახიძე მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img