ირაკლი კუპრაძე – არ გვერიდება იმის თქმა, რომ საქართველო უნდა იყოს იმ სანქციების მხარდამხარ, რომელსაც ჩვენი მეგობარი პარტნიორი ქვეყნები აწესებენ

Published:

 არითმეტიკაში დაკარგული ოპოზიცია და “ლელოს” ბუნდოვანი გეგმა-პენსიების დაპირება გაცემულია, თუმცა გზა ისევ უცნობი. საზოგადოება განსხვავებულ ვერსიებს ისმენს, მაგრამ არა მხოლოდ პენსიებზე. მამუკა ხაზარაძე ჯერ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითხოვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაჩნდა კითხვა, როგორ აპირებს, 10-15%-იანი დანაკლისის ფონზე, სოციალური დაპირებების შესრულებას, ყოფილმა ბანკირმა ნათქვამი უარყო.

ნიშნავს თუ არა რუსეთისთვის სანქციების დაწესება ეკონომიკური თანამშრომლობის გაჩერებას და, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკის შემცირებას – “ლელოს” პასუხი ამ შემთხვევაშიც ბუნდოვანია. პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ საქართველო იმ სანქციების მხარდამხარ უნდა იყოს, რომლებსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები აწესებენ.

„არ გვერიდება იმის თქმა, რომ საქართველო უნდა იყოს იმ სანქციების მხარდამხარ, რომელსაც აწესებენ ჩვენი მეგობარი პარტნიორი ქვეყნები. თუ გინდა, იყო ევროკავშირის წევრი, წარმოუდგენელია, თამაშობდე რუსული წესებით. ცხრავე პუნქტში არის პირდაპირ მოცემული, რა არის პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის – ბინების ფასები, კერძო საკუთრების შესყიდვა რუსების მიერ, საოკუპაციო ფონდები, რომლებიც ამ ქვეყანაში არიან.

ის, რომ ამ ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა რუსული ბიზნესის, რომელმაც შეავიწროვა ქართული ბიზნესი, რომლებიც არ იხდიან გადასახადებს. მთავარი რისკი არის პუტინი ამ ქვეყანაში და მისი ინტერესების გაღვივება იმ 100 000 მოქალაქის შემოდინებასთან ერთად, 20 000 რუსულ ბიზნესთან ერთად, რომელსაც ის ყოველთვის მძიმე პოლიტიკურ შინაარსს ანიჭებს და ამით ძალადობს შემდეგ მეზობელ ქვეყნებზე,“ – აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img