ილია დარჩიაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კოლეგებს ხვდება

Published:

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს კოლეგა მინისტრებთან. მინისტრი უკვე შეხვდა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს – მალტის საგარეო საქმეთა მინისტრს, ალბანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ასევე – აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტს.

მალტის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, როგორც ეუთოს თავმჯდომარესთან, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე, ისევე, როგორც საქართველოს მხრიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო ინსტიტუტების მოწვევაზე. ალბანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან განიხილეს საქართველოსა და ალბანეთს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

კონფერენციის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ილია დარჩიაშვილის შეხვედრები საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლებთან და სხვა კოლეგა მინისტრებთან, ისევე, როგორც კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img