სწორედ მასთან თანამშრომლობა და კიდევ უფრო მეტი დინამიკა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალ გზაზე, რათა გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან.
სწორედ ამ თვალსაზრისით მაქსიმალურად ორმხრივ ფორმატებში ვმუშაობთ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს.
გრძელდება ასევე შეხვედრები სხვა მიმართულებითაც. მე მექნება ასევე საორგანიზაციო თვალსაზრისით მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა. ვისაუბრებთ მასთან ერთად, თუ როგორ შეიძლება, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანესი პლატფორმის ფორმატებში და ესეც, დარწმუნებული ვარ, მოიტანს ახალ შესაძლებლობებს მომავალში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.