სალომე ზურაბიშვილი – ჩვენთვის ევროკავშირის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია

Published:

ჩვენთვის ევროკავშირის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია. ეს არ არის პროცედურის საკითხი, ან მოწონება არ მოწონების საკითხი. არჩევანი არ არსებობს. გაფართოება ევროკავშირისთვისაც ეგზისტენციალური საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა.

„თუ შევხედავთ გლობალურ სურათს, ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთი არამხოლოდ შეიჭრა უკრაინაში, ემუქრება ჩვენს ქვეყნებს კიბერთავდასხმით, ჰიბრიდული ომით, არამედ თანამგზავრულ ომში სურს შესვლა, რომელიც ჩვენი ქვეყნების კომუნიკაციას და ლოჯისტიკას დაემუქრება. ჩვენ შიგნით მეტი უნდა გავაკეთოთ და მე საუბარი მაქვს საქართველოზე, რომ დავაჩქაროთ რეფორმები, მაგრამ არაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენ ყველას ერთად, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ვიდგეთ ერთად, ვიყოთ ერთიანი, მეტად დემოკრატიულები და ერთად დავუპირისპირდეთ ავტოკრატიის ალიანსს, რაც ასაზრდოებს ტერორიზმს, კიბერთავდასხმებს – ყველა საფრთხეს, რომელიც ერთი მიმართულებიდან მომდინარეობს”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img