თბილისში, გვიან ღამით, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.
როგორც ცნობილია, დაჭრილმა დახმარება თავად ითხოვა. ის უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, 24 წლის ბიჭს ჭრილობები მუცლის და ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარება-ხმარებას გულისხმობს. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.