თბილისში, 24 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

Published:

თბილისში, 24 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

შეგახსენებთ, შემთხვევა ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ცნობით, ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img