არჩილ თალაკვაძე – სააკაშვილის შეწყალება სალომე ზურაბიშვილისთვის პოლიტიკური კატასტროფის ტოლფასი იქნება

Published:

ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება სალომე ზურაბიშვილისთვის პოლიტიკური კატასტროფის ტოლფასი იქნება და ეს მან კარგად იცის.

თალაკვაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი, მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტების მიერ დაგეგმილი ერთიანი ხაზია.

“სადაც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, იქ ხშირად ჟღერდება მოთხოვნები მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, რაზეც არსებობს კითხვის ნიშნები, მაგრამ, უკვე პასუხებიც ცხადია საზოგადოებისთვის. ეს არის ერთიანი ხაზი, მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტების მიერ დაგეგმილი. მისი შეწყალება, მით უმეტეს იმ საშინელი დანაშაულების ფონზე. ძალიან კარგად იცის ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომ ეს იქნება მისთვის პოლიტიკური კატასტროფა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img