ქარელის ერთ-ერთ სოფელში 100-ზე მეტი ინდივიდი ქვეწარმავლის გამოსაზამთრებელ სამალავს მიაგნეს

Published:

11 თებერვალს, ტიკტოკზე გავრცელდა ვიდეო, სადაც მოქალაქეებმა ქარელის ერთ-ერთ სოფელში მიაგნეს 100-ზე მეტი ინდივიდი ქვეწარმავლის გამოსაზამთრებელ სამალავს.


ადგილზე სამშენებლო სამუშაოები იწყებოდა და რადგანაც ვიდეო საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მოიცვა, გაჩნდა ქვეწარმავლების მასობრივი განადგურების საფრთხე. ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამის თავიდან ასაცილებლად და მივმართეთ კომპეტენტურ ადამიანებს.


გუშინ, 17 თებერვალს, ამ სოფელს ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევრები ეწვივნენ, ადგილის დათვალიერების შემდეგ, ამოიყვანეს 134 ინდივიდი წითელმუცელა მცურავი, 1 ინდივიდი წენგოსფერი მცურავი და 1 ინდივიდი წყლის ანკარა. ჯამში, 136 ინდივიდი გველი მოგროვდა.
მოგროვებულ ქვეწარმავლებს ისინი უახლოეს მომავალში, ბუნებაში დააბრუნებენ. ❤

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img