ბიძინა ივანიშვილი ლევან თედიაშვილის პანაშვიდზე მივიდა

Published:

ბიძინა ივანიშვილის მორიგი საჯარო გამოჩენა – “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ქართველ მოჭიდავის ლევან თედიაშვილის პანაშვიდზე გამოჩნდა. 

ივანიშვილი ძველ სპორტის სასახლეში მეუღლესთან, ეკა ხვედელიძესთან ერთად მივიდა. 

ივანიშვილმა მედიის არცერთ კითხვას არ უპასუხა

ქართველ მოჭიდავე ლევან თედიაშვილს დღეს დაკრძალავენ. კერძოდ, ლევან თედიაშვილს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაკრძალავენ.

ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img