გიორგი ვაშაძე – უცხოელ დამკვირვებლებს აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა

Published:

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ისინი აპირებენ ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის საკითხი დააყენონ. ამის შესახებ ვაშაძემ ჟურნალისტებს NDI -ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრამდე განუცხადა.

„უცხოელ დამკვირვებლებს აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა. ასევე, ნომერ პირველ საკითხად ვაპირებთ დავაყენოთ ემიგრანტების ხმის მიცემის შესაძლებლობა. არ შეიძლება ადამიანებს, ვინც უმუშევრობის, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო იძულებული გახდა უცხოეთში წასულიყო, ვის გადმორიცხულ თანხებზეც არსებობს ლამის მთელი საქართველო, არ ჰქონდეთ არჩევნებში ნორმალურად მონაწილეობის შესაძლებლობა. ამიტომ ჩვენი მთავარი საკითხია, ემიგრანტებს მივცეთ ხმის უფლება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img