კობახიძე ბორელს შეხვდა

Published:

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრეს. მათ ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

კობახიძე დღესვე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.

პრემიერი ბრიუსელში გუშინ გაემგზავრა. არსებული ინფორმაციით, ის  NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსაც შეხვდება.

კობახიძე ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. კონკრეტულად, მის შემადგენლობაში შედიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img