ნეტო აღრიცხვაში ჩართული ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა 1066-მდე გაიზარდა

Published:

სემეკის ინფორმაციით, ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა.

კერძოდ, დღეისთვის სისტემაში ჩართულია 1066 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. ქსელში ჩართული სადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 67 მეგავატია.

სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია – 319 ელექტროსადგური; აქედან საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის – 175; ხოლო არასაყოფაცხოვრებო – 144.

სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია – 747 ელექტროსადგური; აქედან საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის – 420; ხოლო არასაყოფაცხოვრებო – 327.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img