პრემიერის რანგში პირველი საერთაშორისო ვიზიტი ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში – ირაკლი კობახიძე, დღეს, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარ ჟოზეფ ბორელს ხვდება, რის შემდეგაც მხარეები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების მერვე სხდომაში მიიღებენ მონაწილეობას.
განხილვის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა იქნება. პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების გარდა, აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ მიმართულებებსა და სექტორულ თანამშრომლობაზე.
დღესვე, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოლაპარაკებები ევროკომისრებთან – ოლივერ ვარჰეისა და იანეზ ლენასთან. ირაკლი კობახიძე შეხვედრას გეგმავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთანაც. ევროპული სტრუქტურების გარდა, ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრები ნატო-ს შტაბ-ბინაშიც. გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.