“საქმე ახლა იწყება” – კობახიძემ ბრიუსელში 3 დავალება მიიღო

Published:

“საქმე ახლა იწყება” – კობახიძემ ბრიუსელში 3 დავალება მიიღო. რეფორმების გატარება, პოზიციების დაახლოება ევროკავშირთან და თავისუფალი არჩევნების ჩატარება – ეს სამი მთავარი გზავნილი მოისმინა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელისგან.

“თქვენ ბრიუსელში ჩამობრძანდით და ეს იმის ნიშანია, რომ ევროპული გზა ძალიან სერიოზულად აირჩია საქართველომ. ეს არის კანდიდატის ქვეყნით სტატუსით პირველი ვიზიტი, გადავედით ახალ ეტაპზე ჩვენს ურთიერთობებში. ეს საუბარი, რაც ჩვენ გვქონდა ასოცირების საბჭოს ფარგლებში, ხაზს უსვამს იმას, რომ ერთობლივად გვაქვს ნაკისრი ვალდებულება იმ უცვლელი გზის მიმართ, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. თუმცაღა საქმე იწყება ახლა თქვენს შემთხვევაში და ეს საჭიროებს ახალ ძალისხმევას – გაძლიერებულ პასუხისმგებლობას მთავრობის მხრიდან, პოზიციას, რომელიც ყველას მიერ იქნება გასათვალისწინებელი – ყველა ქართველი, ყველა სექტორი იქნება ჩართული ამ პროცესში.
სამი ძირითადი გზავნილი მინდა, გავაჟღერო, დილიდან ვსაუბრობთ სამ საკითხებზე – თქვენ უკვე დააჩქარეთ რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იმისთვის, რომ 9 ნაბიჯი იქნას შესრულებული, ამისთვის თქვენ გაქვთ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე იყოს ჩართული ამ პროცესში. აქ საჭირო იქნება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, იმისთვის, რომ შემცირდეს პოლიტიკური წნეხი და დაძაბულობა.
მეორე გზავნილი არის ის, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებზე და პრინციპებზე ვახორციელებთ ძალისხმევას და მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა იყოს ასახული ყველაფერში, იმიტომ, რომ ძლიან საშიშ გეოპოლიტიკურ გარემოში ვარსებობთ და გაწევრიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს, მცირედით გაიზარდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს უსაფრთხოების პოლიტიკა და გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით, ველით, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება შესაბამისობა ამ მიმართულებით მომდევნო წლებში.
ასევე, ანტიდასავლური რიტორიკის წინააღმდეგ მოვუწოდებ მთავრობას, რომ იბრძოლოთ ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ – გვინდა, რომ უფრო მეტი ვნახოთ, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.
მესამე გზავნილი გახლავთ, რომ წელს მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის, უკვე ვახსენე, არჩევნების პროცესი და მინდა ვთქვა, რომ საარჩევნო რეფორმა, რაც განხორციელდება მომავალში, მინდა, რომ იყოს მომავალი არჩევნებისთვის მზადება. ყველა შესაბამისი ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იქნეს განხორციელებული – თავისუფალი, კონკურენტული პოლიტიკური არჩევნების უზრუნველსაყოფად. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ერთად გავაძლიეროთ საქართველოს მედეგობა, გამძლეობა…“ – განაცხადა ბორელმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img