პაატა მანჯგალაძე – ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებული ცვლილებების მიღების შემდეგ, 9-დან ერთ-ერთი პირობა ჩავარდნილი იქნება

Published:

9-დან ერთ-ერთი პირობა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ჩავარდნილია ამ ცვლილების მიღების შემდეგ, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ .

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები ევროპულ რეკომენდაციას არ შეესაბამება და მას “სტრატეგია აღმაშენებელი” მხარს არ დაუჭერს.

“ცვლილებებს, რომლებიც არ შეესაბამება ევროპულ რეკომენდაციას და ხელს უშლის საქართველოსთვის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესაძლებლობას, მოლაპარაკების დაწყებას, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ. 9-დან ერთ-ერთი პირობა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ჩავარდნილია ამ ცვლილების მიღების შემდეგ. “ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ ერთპარტიულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შერჩეული და დამტკიცებული ცესკოს შემადგენლობა თურმე დემოკრატიული ყოფილა, რასაც არ იზიარებს არავინ მსოფლიოში,” – განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტი საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილავს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img