ჯოზეფ ბორელი – საქართველოში გამაოცა ევროპული დროშების სიმრავლემ, ეს ცხადყოფს, რომ მოქალაქეები მტკიცედ ფიქრობენ ევროკავშირზე

Published:

საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ეს თქვენი პირველი ვიზიტია ბრიუსელში ამ რანგში. თქვენ ბრიუსელში ჩამობრძანდით და ეს იმის ნიშანია, რომ ევროპული გზა ძალიან სერიოზულად აირჩია საქართველომ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს ერთობლივად აქვს ნაკისრი ვალდებულება იმ უცვლელი გზის მიმართ, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

„მოგესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი აქ, ბრიუსელში. ეს თქვენი პირველი ვიზიტია ამ რანგში. თქვენ ბრიუსელში ჩამობრძანდით და ეს იმის ნიშანია, რომ ევროპული გზა ძალიან სერიოზულად აირჩია საქართველომ. ეს არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით პირველი ვიზიტი. ჩვენ გადავედით ახალ სტრატეგიულ ეტაპზე ჩვენს ურთიერთობებში. ეს საუბარი, რაც ჩვენ გვქონდა ასოცირების საბჭოს ფარგლებში, ხაზს უსვამს იმას, რომ ერთობლივად გვაქვს ნაკისრი ვალდებულება იმ უცვლელი გზის მიმართ, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცაღა საქმე იწყება ახლა, თქვენს შემთხვევაში და ეს საჭიროებს ახალ ძალისხმევას, გაძლიერებულ პასუხისმგებლობას მთავრობის მხრიდან, პოზიციას, რომელიც ყველას მხრიდან იქნება გასათვალისწინებელი. ყველა პირი, ყველა ქართველი, ყველა სექტორი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელის განცხადებით, ის თბილისში ევროპული დროშების რაოდენობამ გააოცა და დაარწმუნა, რომ საქართველოს მოსახლეობას მტკიცედ სურს ევროკავშირის წევრობა.

” საქართველოში როცა ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში, სავსე იყო, ეს ყველასთვის გასაოცარი იყო, თან ეს არც მხოლოდ ჩემი ვიზიტისთვის გაკეთდა, ზოგადად, ჩემს ვიზიტამდეც და მის შემდეგაც ასე იყო. ეს ცხადყოფს იმას, რომ თქვენი მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი არის მომავალი და ჩვენც გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ თქვენთან ერთად ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ჩვენი ძალისხმევა გავზარდოთ, რომ გავზარდოთ მედეგობა ქვეყნის, თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის პატივისცემა მოხდეს“, – განაცხადა ბორელმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img