ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტზე შეთანხმდა

Published:

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტზე შეთანხმდა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

მეცამეტე პაკეტში 200-ზე მეტი ფიზიკური პირი და ობიექტია შეყვანილი. მათი რაოდენობა, საერთო ჯამში, 2 000-ს გადააჭარბებს.

სანქციების სიის გაფართოებით, ევროკავშირი აძლიერებს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც არღვევს რეგულაციებს და ხელს უწყობს პოტენციურ დესტაბილიზაციას, კერძოდ კი – თავდაცვისა და სამხედრო სექტორებში.

ევროკავშირმა სანქციების სია უკრაინაში რუსეთის ომის 2 წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე გააფართოვა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img