ყოველი მე-3ბავშვი შიმშილობს, რისი გაკეთება შეუძლიასახელმწიფოს, ეს მაქსიმუმია?! – მანჯგალაძე

Published:

ყოველი მე-3 ბავშვი შიმშილობს, საქართველოს მომავალი დაკავშირებულია ბავშვებთან, მათ კარგად ყოფნასთან, ქვეყნის განვითარება იზომება ამის მიხედვით, რამდენად ზრუნავს სახელმწიფო ადამიანებზე, პენსიონერებზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ოპოზიციონერი დეპუტატი საუბრისას პენსიონერთა სესხების მაღალ პროცენტსა და სკოლებში ბავშვთა კვების საკითხს შეეხო.

მანჯგალაძის თქმით, საქართველოს მომავალი და განვითარება მოზარდებზეა დამოკიდებული, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სკოლებში ბავშვთა კვების დროული უზრუნველყოფა.

„ჩვენ ბიუჯეტის დამტკიცების დროსაც ვისაუბრეთ პენსიონერთა დაკავშირებით, ანა წითლიძე სულ აყენებს ბავშვთა კვების საკითხს სკოლებში, მე, მაგალითად, მოქალაქე რომ ვარ, პირდაპირ გეუბნებით, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, მხვდება ადამიანი, პენსიონერი და აქვს კითხვა – რატომ არის ასეთი მაღალი სესხის პროცენტი და როგორ უნდა მოერიოს იგი ამ გადასახადს , იცით, რომ 70-100 ლარამდე უწევთ ყოველ თვეს. მე მაქვს უხერხულობა, ოპოზიცია ვარ და თქვენ რას პასუხობთ ამ დროს პენსიონერებს, რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს, ეს მაქსიმუმია? ამის მეტის გაკეთება არ შეგვიძლია?

ჩვენ ვპირდებით, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველა პენსიონერის დავალიანება ერთჯერადად იქნება გადახდილი, აი, თქვენ ასე ნათლად, რომ გვითხრათ, ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით, ყოველი მე-3 ბავშვი შიმშილობს, საქართველოს მომავალი დაკავშირებულია ბავშვებთან, მათ კარგად ყოფნასთან, ქვეყნის განვითარება იზომება ამის მიხედვით, რამდენად ზრუნავს სახელმწიფო ადამიანებზე, პენსიონერებზე, ბავშვებზე, ჯარისკაცებზე – შეუძლია თუ არა საქართველოს ფინანსურად ის, რომ ბავშვთა კვება იყოს უზრუნველყოფილი?! ხართ თუ არა ამის გამკეთებლები?! ეს არის ჩემი კითხვა, რომელიც ხალხს აინტერესებს, მე პოლიტიკური კინკლაობა არ მაინტერესებს, ჩვენ გვინდა საქმეზე საუბარი, რომ პრობლემები მოვუგვაროთ ადამიანებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img