გიორგი ვაშაძე – წელს დავიწყებთ დიდ აღმშენებლობას

Published:

წელს ხალხი გაიმარჯვებს აუცილებლად არჩევნებში და დავიწყებთ დიდ აღმშენებლობას, რამდენი საქმე გვაქვს საკეთებელი, სად გვცალია ზიზღის რიტორიკისთვის, პაპუაშვილებისთვის, კობახიძეებისთვის, ივანიშვილებისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების კოალიციის“ მიერ ეკონომიკური პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

ვაშაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ყოველი მოქალაქე იგრძნობს, რომ ქვეყანა წინ მიდის.

„ჩვენ გვცალია ჩვენი სამშობლოსთვის, ქართველი ხალხისთვის. მართლა გულით გვინდა, რომ უამრავი პროექტი გავაკეთოთ. პირობას გაძლევთ, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ყოველდღე ჩვენი მოქალაქე იგრძნობს, რომ ქვეყანა წინ მიდის, ყველაფერი მის ჯიბეზე აისახება, ყოველ შემდგომ დღეს, მაცივარს რომ გამოაღებს ადამიანი, უფრო და უფრო სავსე იქნება ეს მაცივარი. მეტი და მეტი იქნება შემოსავალი“, – განაცხადა ვაშაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img