პაპუაშვილი ზურაბიშვილზე: ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს და გამთიშველი აღმოჩნდა

Published:

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილს საპარლამენტო ტრიბუნიდან ესხმის თავს და მას რადიკალიზაციაში ადანაშაულებს. 

პაპუაშვილმა ანგარიშს წარადგენისას პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს “პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი მცდელობა იყო”. 

“ორი კვირის წინ ამ ტრიბუნიდან ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მოვუსმინეთ, რომლის სიტყვებმაც კიდევ ერთხელ დაგვიტოვა გაწბილებისა და გულის დაწყვეტის ემოცია. ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული გამოსვლის ნაცვლად, მოვისმინეთ პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი მცდელობა, რომელმაც  კიდევ უფრო დააკნინა პრეზიდენტის ინსტიტუტის სახელი და მნიშვნელობა”, – ამბობს პაპუაშვილი. 

მისივე მტკიცებით, პრეზიდენტის მთავრობასთან შეუთანხმებელი ვიზიტები ქვეყნის გარეთ “საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა”. 

“საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, როდესაც საქართველოს მთავრობის მკაფიო ნებართვის გარეშე დაიწყო საგარეო აქტივობების განხორციელება. ჩვენი შეფასება პირდაპირ დაადასტურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. პრეზიდენტის მოქმედება იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. ეს არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ პრინციპული, ეროვნული მნიშვნელობის საკითხია… ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის  პირი, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქვეყნის გამთიშველი აღმოჩნდა, რომელმაც რადიკალიზაციის ხელშეწყობით, პრაქტიკულად, რადიკალური ოპოზიციის თამაში გაიზიარა”, – თქვა პაპუაშვილმა. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img