გურამ მაჭარაშვილი – ვფიქრობ, ძალიან ბევრი ლიდერი დატოვებს “ლელოს”

Published:

“ვფიქრობ, ძალიან ბევრი ლიდერი დატოვებს “ლელოს”, იმ მარტივი მიზეზის გამო, რაც არაერთხელ ვთქვით და გავიმეორებთ – “ლელოს” N1 პრობლემა არის ხაზარაძე და მისი სულელური განცხადებები,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, “ლელომ”, როგორც პარტიამ, შესაძლოა, არჩევნებამდე ვერც მიაღწიოს.

“ჩემი აზრით, არა მხოლოდ რომელიმე წევრი, ვფიქრობ, ძალიან ბევრი ლიდერი დატოვებს “ლელოს”, იმ მარტივი მიზეზის გამო, რაც არაერთხელ ვთქვით და გავიმეორებთ – “ლელოს” N1 პრობლემა არის ხაზარაძე და მისი სულელური განცხადებები. ის, რომ მაგალითად, თუნდაც ლიდერად ჰყავთ სამადაშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ლანძღვადა ხაზარაძეს და ამბობდა, რომ იმიტომ მოდიოდა პოლიტიკაში, რომ ივანიშვილს უნდა დაეჭირა, ამბობდა, რომ მევახშე იყო და როგორ გყავთ ასეთი ლიდერი, რომელიც ხალხს ძარცვავდაო – “ლელოს” ეუბნებოდა. ბუნებრივად, ეს პარტია შეიძლება ვერც მივიდეს ნორმალურად არჩევნებამდე, გამომდინარე იქიდან, რომ არასწორი სტრატეგიული ხედვები აქვს პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით,”- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

პარტია “ლელო” თაზო დათუნაშვილმა დატოვა. “კურიერის” ინფორმაციით, უთანხმოების მიზეზი 1000-ლარიანი პენსიის თემა გახდა, რაც, დათუნაშვილის აზრით, არარეალური დაპირებაა. სწორედ ამ საკითხზე მოუვიდა დაპირისპირება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს მამუკა ხაზარაძესთან.

1000-ლარიანი პენსია “ლელოს” ცნობილი წინასაარჩევნო დაპირებაა, რომელსაც თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა აკრიტიკებს, რადგან მიიჩნევენ, რომ გეგმა უტოპიურია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img