ხატია დეკანოიძე – პარლამენტი მთავარ ფუნქციას არ ასრულებს

Published:

ყველაზე მთავარი აქ არის, საქართველოს პარლამენტმა რა როლი შეასრულა იმაში, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია ყოფილიყო გაცილებით ახლოს და რა როლს ასრულებს ყოველდღიურად, – ამის შესახებ”ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ანგარიშის წარდგენამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი არ ასრულებს მთავარ ფუნქციას – ეს არის საზედამხედველო ფუნქცია საქართველოს მთავრობასთან.

„ყველაზე მთავარი აქ არის, საქართველოს პარლამენტმა რა როლი შეასრულა იმაში, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ყოფილიყო გაცილებით ახლოს და რა როლს ასრულებს ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, პირველი, ეს არის, რომ 12 დათქმიდან არ შესრულდა თითქმის არცერთი ისე, როგორც იყო სტანდარტი. მათ შორის, ევროკავშირის მიერ დაწესებული. კანდიდატის სტატუსის მიღება იყო გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. რუსულმა კანონმა, რომელიც მიიღო მარტში საქართველოს პარლამენტმა და ძალიან სამწუხაროა, რომ უმრავლესობის თითქმის ყველა წევრმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომელიც შემდეგ გაუშვეს პარლამენტიდან, მხარი დაუჭირა ამ კანონმდებლობას, დაგვაშორა ჩვენ ევროკავშირთან. ზოგადად, ახლაც ვხედავთ, რომ კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, სასამართლოს თავისუფლების თვალსაზრისით, დამოუკიდებელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თვალსაზრისით, არცერთი მნიშვნელოვანი დათქმა არ სრულდება და საქართველოს პარლამენტი არ ასრულებს მთავარ ფუნქციას – ეს არის საზედამხედველო ფუნქცია საქართველოს მთავრობასთან. შეზრდილია საქართველოს პარლამენტი უმრავლესობის სახით პარტიასთან და ასევე ხელისუფლებასთან, რაც სამწუხაროა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოდის.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img