გურჯაანში, ტრაილერის მიკროავტობუსთან შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

Published:

ჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს 6 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტახნის წინ ბარჯისხევთან მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, საპირისპიროდ მოძრავი ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

შედეგად დაზიანებები მიიღო 6-მა ადამიანმა. 

დაშავებულები საავადმყოფოში არიან მოთავსებული და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img