შეთანხმება ისევ ვერ შედგა. ოპოზიციის მიერ წარდგენილი “ვეტინგის” სისტემით მოსამართლეების ხელახლა დანიშვნის საკითხი, მმართველი გუნდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპონენტებმა ამ სისტემის დანერგვის აუცილებლობა ვერ დაასაბუთეს.
შეხვედრისას მთავარი საკითხი, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში, მართლმსაჯულების რეფორმა იყო.