მარნეულის მუნიციპალიტეტში, “გადაჭრილი გორას” არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. პროექტით გათვალისწინებულია ობიექტის გადახურვა, საგზაო და ავტოსადგომის მოწყობა. სამუშაოები ივნისამდე დასრულდება. “გადაჭრილი გორა” იქნება მუზეუმი ღია ცის ქვეშ. ასევე, საგანმანათლებლო-სამეცნიერო ზონა, სადაც არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდება.
კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, “გადაჭრილი გორას” არქეოლოგიური კომპლექსის დასაცავად და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩასატარებლად 5 მილიონი ლარი გამოიყო.
“მუნიციპალიტეტის განსაკუთრებული ხელშეწყობით, ეს ტერიტორია გადაეცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს. ჩვენ, შესაბამისი მობილიზება გავაკეთეთ და გამოიყო 5 მილიონი ლარი იმისათვის, რომ ეს არქეოლოგიური ზონა და ნამოსახლარი, რომელიც მიწის შენობა-ნაგებობების სახით არის წარმოდგენილი, დაცული ყოფილიყო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.