ალექსეი ნავალნის სიკვდილის საპასუხოდ, ბაიდენის ადმინისტრაცია, სანქციებს 500-ზე მეტ სამიზნეს დაუწესებს

Published:

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილის საპასუხოდ, დღეს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავის წინა დღეს, სანქციებს 500-ზე მეტ სამიზნეს დაუწესებს.

„სანქციები იქნება ყველაზე დიდი ტრანში პუტინის უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ და მიმართული იქნება რუსეთის, მისი ხელშემწყობებისა და მისი ომის მანქანის წინააღმდეგ“, – განაცხადა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მისი თქმით, სანქციები დაწესდება როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან.

შეგახსენებთ, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პარასკევს სანქციებს პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაუწესებს, რომელიც, მისი თქმით, პასუხისმგებელია ალექსეი ნავალნის სიკვდილზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img