პატივს ვცემ მათ ურყევ სიმამაცეს, ვინც დაუღალავად იბრძვის უკრაინაში თავისუფლებისთვის. მათი გამძლეობა იმედისა და შთაგონების მომცემია ყველასთვის, ვინც თავისუფლებისა და მშვიდობისკენ ისწრაფვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლის თავს ეხმაურება.
„დღეს შესრულდა 2 წელი მას შემდეგ, რაც უკრაინაში გმირი ხალხი და მებრძოლები, მათ შორის, ჩვენი ქართველი ბიჭები დაუღალავად ეწინააღმდეგებიან ბოროტების იმპერიას და იცავენ საკუთარ ქვეყანას, შვილებს, დედებს და ოჯახებს. პატივს ვცემ მათ ურყევ სიმამაცეს, ვინც დაუღალავად იბრძვის უკრაინაში თავისუფლებისთვის. მათი გამძლეობა იმედისა და შთაგონების მომცემია ყველასთვის, ვინც თავისუფლებისა და მშვიდობისკენ ისწრაფვის. სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე!” – წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში