ნავალნის პრესსპიკერი – “ალექსეის ცხედარი დედას გადაეცა”

Published:

გუშინ, დღის მეორე ნახევარში, ალექსეი ნავალნის ცხედარი ოპოზიციონერის დედას გადასცეს, – ინფორმაცია ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა X-ით დაადასტურა.

“ალექსეის ცხედარი დედას გადაეცა. მადლობა ყველას, ვინც ამას ჩვენთან ერთად მოითხოვდა“, – წერს კირა იარმიში.

ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო.

ოპოზიციონერის ქვრივმა დღეს ვიდეომიმართვა გაავრცლა ვლადიმერ პუტინს მიმართა. “მოგვეცით ჩემი ქმრის ცხედარი – თქვენ ის აწამეთ სიცოცხლეში, ახლა კი მკვდარსაც აწამებთ” – აცხადებს ნავალნაია ვიდეოში. 

იქამდე, ნავალნის პრესსპიკერმა თქვა, რომ ოპოზიციონერის დედას ულტიმატუმი წაუყენეს – ის ან საიდუმლო ვითარებაში, ცერემონიის გარეშე შვილის დასაფლავებას დათანხმდებოდა ან ცხედარს კოლონიის ტერიტორიაზე დაკრძალავდნენ. მისივე თქმით, ნავალნის დედამ უარი განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებთან მოლაპარაკებაზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img