საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია

Published:

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ  წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

სახელმწიფო დროშა დაეშვა ასევე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე და სასახლის ეზოში.

სახელმწიფო დროშები დაეშვა თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, საქართველოს რეგიონებში არსებულ სამხედრო ნაწილებსა და ბრიგადებში.  დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით, სხვა ადმინისტრაციულ შენობებზეც.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img