ირაკლი კობახიძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტა ამ საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა იყო

Published:

პრემიერ – მინისტრის ირაკლი კობახიძის  განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტა ამ საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა იყო. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გუშინწინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის ალტერნატიული პროექტის მომზადების შესახებ. საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტა, რომელიც ერთის მხრივ მოგვცემს საავადმყოფოს ინფრასტრუქტურის სრულად განახლების შესაძლებლობას და მეორეს მხრივ უზრუნველყოფს საავადმყოფოს პერსონალის, კოლექტივის ლეგიტიმური ინტერესების სრულად დაცვას. მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, წარმოადგინოს ახალი კონცეფცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს წელსვე დავიწყოთ ახალი შენობის მშენებლობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img