ლევან დავითაშვილი – კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტია

Published:

რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ამის თაობაზე ძალიან მკაფიო პოზიციები ჩვენს სახელისუფლებო გუნდს აქვს, რომ ჩვენთვის კორუფცია არის მიუღებელი, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტია. შესაბამისად, მაქსიმალური გაკეთდება იმისთვის, რომ ინსტიტუციები გაძლიერდეს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, დაგეგმილი ცვლილებებიც ამას ემსახურება. ეს პროცესი გაგრძელდება და პოლიტიკური ჯგუფები იმუშავებენ, მათ შორის ვიმუშავებთ ევროკავშირთან იმისთვის, რომ ის ცვლილებები, რომელსაც ხელისუფლება გაატარებს, სწორად გაგებული, გააზრებული და ასევე მხარდაჭერილი იყოს ევროპელი პარტნიორების მხრიდან“,-განაცხადა დავითაშვილმა.

კითხვაზე, პრობლემურია თუ არა ის, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერი ნიშნავს, დავითაშვილმა განმარტა, რომ ძალიან ბევრი ინსტიტუტის ხელმძღვანელს წარადგენს და ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც საკმარისი ავტონომია და დამოუკიდებლობა გააჩნია თავის ფუნქციების შესასრულებლად.

„მათ შორის, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნაც არ ნიშნავს იმას, რომ ის არ იქნება საკმარისად დამოუკიდებელი და არ ექნება ავტონომიურობა. ცვლილებები ამყარებს იმას, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი თავის გადაწყვეტილებებში მნიშვნელოვნად დამოუკიდებელი იქნება. ალბათ, ეს არის ინსტიტუციების სწორად ფუნქციონირების ერთ-ერთი გარანტია. როგორც სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუციების პირობებში, წარდგენა ან დამტკიცება ხდება რომელიმე პოლიტიკური ხელმძღვანელის მიერ, ძირითად შემთხვევაში, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში, მმართველი არის პრემიერ-მინისტრი, ამიტომ, ლოგიკური და ბუნებრივია, რომ ის ნიშნავდეს, მაგრამ ამით ამა თუ იმ კონკრეტული უწყების ან უწყების ხელმძღვანელის ავტონომიურობა არ იზღუდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img