რუსეთი ბენზინის ექსპორტს 1–ლი მარტიდან დროებით კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიში ვრცელდება. მანამდე RBC წერდა, რომ საწვავზე მოთხოვნის სეზონური ზრდის გამო პრემიერმა მიშუსტინმა ექსპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა.
ბენზინის ექსპორტი 6 თვით იკრძალება. ამით რუსეთის მთავრობა გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის და ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებში გეგმური სარემონტო სამუშაოების ფონზე მიწოდების დაბალანსებას აპირებს. აკრძალვა არ შეეხება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, მონღოლეთს, უზბეკეთს და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებს.
მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში სულ $80.4 მლნ-ს 99 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა. აქედან 46%-ზე მეტი რუსეთიდან შემოვიდა ($37.1მლნ-ს 51 ათასი ტონა).