ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ცოლ-ქმარს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ისინი რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეები არიან და საქართველოში ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან 4 დღის წინ შემოვიდნენ.
პოლიციამ დაკავებისას დაფასოებულ მდგომარეობაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება “მეთადონი” ამოიღო. უცნობია როგორ მოახერხეს მათ საზღვარზე ნარკოტიკის გადმოტანა.
პოლიციამ ჯამში 4 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, უფრო კონკრეტულად – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1994 წელს დაბადებული ხ.ვ., 1971 წელს დაბადებულ ი.ბ. და 1972 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს. ხოლო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია 1995 წელს დაბადებული პ.კ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.