რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “ინფო რუსთავი” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე, ღამით მოხდა, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა ერთ-ერთ გასართობ ობიექტში შევიდა.
გამოცემის ცნობით, მათ, სავარაუდოდ, შენობაში მყოფ ახალგაზრდა კაცთან შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც ის დაჭრეს და ადგილიდან მიიმალნენ.
“ინფო რუსთავი” წერს, რომ შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
მათივე ცნობით, დაჭრილი კაცი კი “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს, სადაც გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.