ანრი ოხანაშვილი – თუ ჩემი დეკლარაციის შემოწმება ხდება, რატომ შეიძლება, ეს პრობლემა იყოს სხვა კოლეგასთან მიმართებაში?

Published:

თუკი მე ვთანამშრომლობ და ჩემი დეკლარაციის შემოწმება ხდება, რატომ შეიძლება იყოს ეს პრობლემა ჩემს სხვა კოლეგასთან მიმართებაში? – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი ხარ, ვალდებული ხარ, რომ კანონის შესაბამისად გაასაჯაროო ყველაფერი, რაც გაქვს.

“რა მნიშვნელობა აქვს ოპოზიციის წარმომადგენელი ხარ თუ უმრავლესობის? პარლამენტის წევრი თუ ხარ, კეთილი ინებე და მიაწოდე საზოგადოებას ინფორმაცია შენს ქონებასთან დაკავშირებით. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ამასთან დაკავშირებით, კეთილი ინებოს ყველამ და მიაწოდოს ინფორმაცია. დაყოფა აქ არაფერ შუაშია. როდესაც ხარ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, კეთილი უნდა ინებო და კანონის შესაბამისად გაასაჯაროო ყველაფერი, რაც გაქვს და მიაწოდო ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, ანტიკორუფციული ბიურო, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს, დამატებით 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img