ვლადიმერ პუტინი – რუსეთი გააგრძელებს სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას და გაზრდის მათი დარტყმის პოტენციალს

Published:

რუსეთი გააგრძელებს სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას და გაზრდის მათი დარტყმის პოტენციალს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ჩვენ გავაგრძელებთ სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას, მათი მობილურობის გაზრდას, თავდასხმის პოტენციალის გაზრდას და ახალი თაობის იარაღით, აღჭურვილობით აღჭურვას“, – აღნიშნა პუტინმა.

პუტინის თქმით, ეს არის რუსეთის პრიორიტეტი გრძელვადიანი განვითარებისთვის.

„ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი რუსული არმიისა და საზღვაო ფლოტის გრძელვადიანი განვითარებისთვის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img