ონკოპაციენტები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთი წერილით მიმართავენ და დახმარებას სთხოვენ.
რადგან ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა, ონკოპაციენტები ითხოვენ, რომ მოიხსნას მკურნალობის საბიუჯეტო დაფინანსებაზე დაწესებული 25 000 ლარანი ლიმიტი.
“ჯანდაცვის სამინისტრო უკვე შეგხვდა 16 თებერვალს, თუმცა ეს შეხვედრა არ იყო შედეგიანი. მათ ვერ გვითხრეს რამდე ხანში გამოსწორდება ის ხარვეზი, რომ დაფინანსება აგვიანებს ერთი და ორი თვე. გუშინ შევიტანეთ პრემიერთან პირადად შეხვედრის მოთხოვნით წერილი და დღეს შევიტანეთ პრეზიდენტთან ასევე პირადად შეხვედრის მოთხოვნით წერილი” ამბობენ ონკოპაციენტების ახლობლები.
ქართული ოცნება პაციენტებს პირდებოდა, რომ ონკოლოგიურ მკურნალობას სრულად დააფინანსებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა მალავე გაირკვა, რომ ეს ცრუ დაპირება იყო და სინამდვილეში ხელისუფლება ძალაში ტოვებდა 25 000 ლარის ოდენობის ლიმიტს.
ონკოპაციენტები 3 მარტს პარლამენტთან საპროტესტო აქციასაც აანონსებენ.