პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ ისე იქცევა, თითქოს არ არსებობს ხალხი და მათი პრობლემები

Published:

ჩავალთ არა მარტო რეგიონებში, არამედ ყველა ქალაქსა და სოფელში, იმ სათქმელით, რომ უმუშევრობა და ეკონომიკური კრიზისი განაჩენი არ არის და ეს მაშინვე შეიცვლება, როგორც მოვიშორებთ ივანიშვილის კორუმპირებულ, ხალხის მძარცველ მთავრობას, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, „გამარჯვების კოალიცია” რეგიონებში კონკრეტული შეთავაზებებით ჩადის და არ ჰყვება “ქართული ოცნების” რიტორიკას.

„ქართული ოცნება” ისე იქცევა, თითქოს არ არსებობს ხალხი და მათი პრობლემები. მაშინ, როცა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველო დატოვა 800 000 ადამიანმა; მაშინ, როცა ჩვენი მოქალაქეების 50%-ზე მეტი არის უმუშევარი და ამ უმუშევრობის პირობებში ფასები გაზრდილია 97%-ით, „ქართული ოცნება“ ცდილობს სისულელეებზე საუბარში დაგვაკარგვინოს ჩვენი დრო და ამით მიიქციოს ხალხის ყურადღება.

სწორედ ამ დროს, ჩვენ, „გამარჯვების კოალიცია“, კონკრეტული შეთავაზებით ჩავდივართ რეგიონებში. მაგალითად, დღესაც „გამარჯვების კოალიციის“ ლიდერები იმყოფებიან გორში. ჩავალთ არა მარტო რეგიონებში, არამედ ყველა ქალაქსა და სოფელში, იმ სათქმელით, რომ უმუშევრობა და ეკონომიკური კრიზისი განაჩენი არ არის და ეს მაშინვე შეიცვლება, როგორც მოვიშორებთ ივანიშვილის კორუმპირებულ, ხალხის მძარცველ მთავრობას”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img