შინაურ ცხოველთა შესახებ კანონპროექტი – “ლელო” ცხოველთა უფლებადამცველებს, კინოლოგებს და ვეტერინარს ხვდება

Published:

შეხვედრა პარლამენტში – პარტია “ლელო” ამ წუთებში, შინაურ ცხოველთა შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით უფლებადამცველებთან  კინოლოგიური და ვეტერინარური დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.

სფეროს წარმომადგებლები აცხადებენ, რომ ინიციატივა მიუსაფარი ცხოველების პრობლემას ვერ აგვარებს.

“ლელოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ “ოცნების” მიერ წარმოდგენილი  კანონპროექტი რიგ საკვანძო საკითხებს შეიცავს, რომელზეც სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა.

აუცილებელია, რომ საკითხები, რომელიც უკავშირდება შინაურ და ბინადარ ცხოველებს, იყოს მოწესრიგებული კანონმდებლობით, თუმცა ის ვერსია, რომელიც წარმოადგინა მმართველლმა ძალამ, შეიცავს რიგ საკვანძო საკითხებსაც, რაზეც არის ძალიან სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა და ეს გამოწვეულია ძალიან საფუძვლიანი წუხილებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წლებია იცავენ შინაური და ბინადარი ცხოველების ინტერესებს", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
დეა მეტრეველის თქმით, ინიცირებულ კანონპროექტში ბევრი ბუნდოვანი რეგულაცია და შეზღუდვაა.
ძალიან ბუნდოვანია ამ საშენების და ცხოველების გამრავლების რიგი რეგულაციები. ძალიან ბუნდოვანი და პრობლემურია ევთანაზიასთან დაკავშირებული რიგი რეგულაციები და ამავდტროულად, კინოლოგიური დაწესებულების რიგირ ფუნქციები და ველდებულებები", - ამბობს დეა მეტრეველი.

ცხოველთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ კანონში რიგი პუნქტები კორუფციის წყარო გახდება.

კანონში არის ისეთი პუნქტები ჩადებული, რომელიც აპრიორი გახდება კორუფციის წყარო. ამ ვერსიით, მე აპრიორი კანონი იმპერატიულდ დამავალდებულებს, რომ მე სამ ძალღლზე მეტის ყოლის უფლება არ მაქვს, მაგრამ თუ ქუჩიდან, დავუშვათ, ავიყვან უპატრონო ძაღლს ან თავშესაფრიდან, ეს თავშესაფარიც არ უწერიათ სხვათაშორის, მაშინ მე მაქვს უფლება მე-4, მუ-5, მე-6 ძაღლის ყოლის", - ამბობს ცხოველთა უფლებადამცველი.

ქვეყანაში ძაღლისა და კატის ყოლისა და მიკედლების წესები გამკაცრდება. 
კანონი ზღუდავს საცხოვრებელი კორპუსების თითოეულ ბინაში სამზე მეტი შინაური ცხოველის ყოლას. მეოთხე და ყოველი შემდეგი შინაურის ყოლისთვის საჭიროა მეზობლების უმრავლესობის თანხმობა. გამონაკლისია 2 თვემდე კნუტებისა და ლეკვების ყოლაზე.

გარდა ამისა, 18 წლამდე ადამიანს ეკრძალება ჰყავდეს "მომეტებული რისკის" ჯიშის ძაღლი. პატრონმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს დამატებითი ცნობები შესაბამისი სასწავლო კურსის გავლაზე, ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური ცნობა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img