თბილისში, სააკაძის ქუჩაზე “ჯადოსნური სივრცე” გაიხსნა

Published:

სივრცე, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს კომფორტს, არტ თერაფიას, სხვადასხვა ფიზიკურ და გონებრივ ვარჯიშებს. თბილისში, სააკაძის ქუჩაზე გაიხსნა “ჯადოსნური სივრცე”, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გაატარონ სასიამოვნო და სასარგებლო დრო.

როგორც ცნობილია, “ჯადოსნური სივრცე” ასევე იქნება თავისუფალი ადგილი, სადაც სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ჩაატაროს სხვადასხვა სახის შეხვედრები და ტრენინგები.

“ჯადოსნური სივრცის” გახსნაზე მიწვეულია “სფერო ჰოლდინგი”.

“სფერო TV-ის” გადამღებ ჯგუფთან მიწვეული სტუმრები აღნიშნავენ, რომ თბილსს შეემატა სივრცე, სადაც ადამიანი თავს ბედნიერად იგრძნობს.

“ძალიან გამიხარდა ამ სივრცის გახსნა, მართლა ვეძებდით ესეთ სივრცეს , სადაც შეიძლებოდა სულიერი და ფიზიკური კომფორტი ერთდროულად ყოფილიყო და მიხარია, რომ საბოლოო ჯამში თბილისს ექნება ესეთი სივრცე, ძალიან კეთილი აურით და ძალიან ბედნიერი იქნება ის ადამიანი ვინც აქ მოვა ” – აცხადებს სტუმარი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img