ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი გახლავთ და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ელჩის პოზიციების მოსმენა, მისი ხედვები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით და იმ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელი მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია.
„როგორც მოგეხსნებათ, პრემიერ-მინისტრმაც რამდენიმე დღის წინ, ელჩთან შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას და ასევე, ხაზგასმული იქნა ისიც, რომ ამ თანამშრომლობას სჭირდება ახალი იმპულსი, შემდგომი გაღრმავება და ახალ საფეხურზე აყვანა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.