მოსამართლემ ძაღლის წამებისთვის დაკავებული კაცი პატიმრობაში დატოვა

Published:

მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა არიპ გოიშოვი, რომელიც ძაღლის წამებისთვის დააკავეს.

რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა უმძიმესი ვიდეო, სადაც ჩანდა, როგორ სასტიკად უსწორდებოდა 50 წლამდე მამაკაცი ძაღლს.შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში მოხდა.

გოიშოვის დედა მაშინ ამბობდა, რომ ვიდეო რამდენიმე თვის წინანდელია და იგი უცნობმა პირმა გადაიღო, შემდეგ კი ინტერნეტში შურისძიების მიზნით გამოაქვეყნა. 

სწორედ ეს კადრები გახდა პროკურატურის მთავარი მტკიცებულებაც. ძაღლის ცემის ამსახველი ვიდეოს გავრცელებიდან გოიშოვი მალევე დააკავეს.სასამართლომ კი ბრალდებულს ორი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.დაკავებული მამაკაცის მომდევნო სასამართლო პროცესი 13 მარტს ჩაინიშნა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img